კომპანია GAC - ვაკანსია გაყიდვების აგენტის პოზიციაზე

08-11-2016
კომპანია GAC, რომლის პროფილსაც წარმოადგენს ავტომობილები და მათი მომსახურება, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

ფუნქცია/მოვალეობები:
• ყოველდღიურად დაგეგმილი სამუშაო გრაფიკის შესაბამისად კლიენტებისთვის პროდუქტის შეთავაზება, ახალი კლიენტების მოზიდვა;
• ეფექტური პრეზენტაციის მომზადება;
• შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება;
• სამოქმედო არეალსა და მომხმარებელთა გაყიდვების შესახებ ჩანაწერების წარმოება;
• ბაზრის ანალიზი;
• გუნდის მხარდაჭერა დასახული მიზნების შესრულების საფუძველზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (შესაძლოა დამამთავრებელი კურსის სტუდენტი), სასურველია ეკონომიკის ან მარკეტინგის მიმართულებით;
• სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
• სარეკლამო მასალების შემუშავების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
• ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• მომხმარებლებთან ურთიერთობის, კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
• თავდაჯერებული, მიზანზე ორიენტირებული, კლიენტზე ორიენტირებული, აქტიური;
• საველე პირობებში მუშაობის უნარი;

ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი.

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათთან ერთად უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gac.ge

საგანში ("subject") უნდა მიეთითოს პოზიცია, რომელზეც იგზავნება განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში მონაცემები არ განიხილება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები