ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2016/17 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

04-11-2016
ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი) (Lublin University of Technology - LUT) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2016-2017 აკადემიური წლის საზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.11.16 
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 10.11.16 
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 14.11.16 

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, ზამთრისა და ზაფხულის სემესტრების განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულების საფუძველზე პრიორიტეტი მიენიჭება სამშენებლო, მანქანათმშენებლობის, არქიტექტურის,  გარემოს დაცვის ინჟინერინგის, ელექტროტექნიკისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებებს. ასევე, იხილეთ შესაბამისი რეგულაციები).

ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მეტი დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ERASMUS+ აკადემიური პერსონალისთვის სასარგებლო ინფორმაცია და შესაბამისი სააპლიკაციო ფორმები იხილეთ აქ.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები