„პალიტრა მედია ჰოლდინგის“ ელ. კომერციის დეპარტამენტის ვაკანსიები სტაჟირებისთვის

03-11-2016
„პალიტრა მედია ჰოლდინგის“ ელ. კომერციის დეპარტამენტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გახდნენ სრულიად ახალი მიმართულების - Startup ბიზნესის და ინოვაციების გუნდის წევრი.

წარმატებული ახალგაზრდების გუნდთან ერთად გექნებათ შესაძლებლობა:
  • მიიღოთ გამოცდილება;
  • განახორციელოთ მასშტაბური პროექტები; 
  • განავითაროთ  თქვენი  კარიერა;
თანამდებობა: სტაჟირება  სოციალური მედიის მიმართულებით

მოვალეობები: 
- კრეატიული და თანამედროვე სარეკლამო კონტენტის შექმნაში მონაწილება  (facebook, Instagram, google, email)
- უცხოური ტენდენციების შესწავლა და გამოცდილების გაზიარება

მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (3-4) სასურველოია ბიზნესის, მარკეტინგის, PR-ის ან ჟურნალისტიკის ფაკულტეტიდან

პიროვნული მახასიათებლები:
- ორგანიზებულობა
- კრეატიული
- თვითგანვითარებაზე ორიენტირებული

თანამდებობა:  სტაჟიორება დიზაინერის პოზიციაზე

მოვალეობები: 
- კრეატიული და თანამედროვე  დიზაინის კონტენტის შექმნა 
- ლოგოს, ბანერის, ვებ გვერდების შექმნა/შექმნაში მონაწილეობის მიღება;
- სარეკლამო ბანერების და პოსტერების დამზადება

მოთხოვნები:
- Adobe Photoshop-ის ცოდნა;
- დამატებით  პროგრამების  ცოდნა ჩაითვლება  უპირატესობად.

თანამდებობა: სტაჟირება  გაყიდვების მიმართულებით

მოვალეობები: 
- კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება
- დოკუმენტაციის გაფორმება
- გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე career@palitra.ge, 2016 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით. აუცილებელია ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და მიმაგრებულ ფაილზე მიუთითოთ სახელი, გვარი ლათინური შრიფტით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები