დიზაინის საერთაშორისო სკოლა - პროექტი „THONET-ის ისტორიები: დისტრიბუციის კვალდაკვალ - Thonet Nr. 14-ის ანუ ვენური სკამის დეკონსტრუქცია“

01-11-2016 დიზაინის საერთაშორისო სკოლა - პროექტი „THONET-ის ისტორიები: დისტრიბუციის კვალდაკვალ - Thonet Nr. 14-ის ანუ ვენური სკამის დეკონსტრუქცია“
21-30 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო  სკოლაში ერთწლიანი ქართულ-ავსტრიული ერთობლივი პროექტის დასასრული სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა. პროექტი „THONET-ის ისტორიები: დისტრიბუციის კვალდაკვალ - Thonet Nr. 14-ის ანუ ვენური სკამის დეკონსტრუქცია“ საქართველოსა და ავსტრიის წარსულ და თანამედროვე კულტურულ კავშირებს ეძღვნება და ის 2015 წლის ნოემბერში დაიწყო, როდესაც დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში გაემგზავრნენ.

დიზაინის საერთაშორისო სკოლა - პროექტი „THONET-ის ისტორიები: დისტრიბუციის კვალდაკვალ - Thonet Nr. 14-ის ანუ ვენური სკამის დეკონსტრუქცია“
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა ერთობლივი აქტივობები სტუ-სა და ვენის გამოყენებით ხელოვნების უნივერსიტეტს  შორის, ინფორმაციის გაცვლა და დაარქივება. სტუდენტების ცოდნის გაღრმავება.

ჩატარდა ავსტრიელი დიზაინერების მიკი მარტინეკის და PRINZ/pod-ის სემინარები “Every day life” და „ყველაზე მარტივი ავეჯი“, ასევე, ერიკ ბაინდერის გაერთიანებული სემინარი ქართველი და ავსტრიელი სტუდენტებისთვის.

ორგანიზებული იქნა ექსკურსიები იმ ადგილებში, სადაც Thonet-ის ქარხნები იყო, გაიმართა შეხვედრები Thonet-ის დიზაინერებთან და დიზაინის ექსპერტებთან, ასევე, ხელი შეეწყო საარქივო კვლევებისა და ობიექტთან დაკავშირებული პრაქტიკული სამუშაოების ჩატარებას.

ავსტრიელმა სტუდენტებმა მოინახულეს საქართველოს მუზეუმები და მათივე თხოვნით დაესწრნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ანსამბლ „მერანის“ რეპეტიციას. 

საბოლოო პრეზენტაცია გაიმართა მდინარე მტკვარზე, სადაც ავსტრიელი სტუდენტების მიერ შექმნილი მცურავი ობიექტის მტკვარში ჩაშვება მოხდა.

პროეტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები გამოფენილია დიზაინის საერთაშორისო სკოლაში (კოსტავას 75ა).

პროექტი განხორციელდა დიზაინის საერთაშორისო სკოლის მენეჯერის ნინო ახობაძის და ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტის დოცენტ თათია სხირტლაძის თაოსნობით. აღსანიშნავია, ეს უკვე მეორე პროექტია, რომელიც სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლა და ვენის გამოყენებით ხელოვნების უნივერსიტეტი ერთობლივად ანხორციელებს.

პროექტის წარმატებით განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანეს დიზაინერებმა ერიკ ბაინდერმა და გიგა ხატიაშვილმა და ასევე, სტუ-ს სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კულდონაშვილმა.

პროექტთან დაკავშირებული სატელევიზიო სიუჟეტებისათვის იხილეთ ბმულები:



 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები