ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლ’აკვილას უნივერსიტეტში - 2016/17 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლ’აკვილას უნივერსიტეტში - 2016/17 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

31-10-2016
ლ’აკვილას უნივერსიტეტი (იტალია) (Università degli Studi dell'Aquila – UNIVAQ) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2016-2017 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.11.16
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 10.11.16
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 14.11.16

ლ’აკვილას უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მეტი დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია და შესაბამისი სააპლიკაციო ფორმები იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და, ამავე დროს, უცხოური ენის ფლობის მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულების საფუძველზე პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, საწარმოო ინჟინერინგი და ეკონომიკა, კომპიუტერული მეცნიერებები და მათემატიკა).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.11.16
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 10.11.16
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 14.11.16

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, ზამთრისა და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულების საფუძველზე პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა ინჟინერინგი, საერთაშორისო ურთიერთობები).

ლ’აკვილას უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მეტი დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ERASMUS+ აკადემიური პერსონალისთვის სასარგებლო ინფორმაცია და შესაბამისი სააპლიკაციო ფორმები იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება