სამუშაო შეხვედრა

30-11-2010
სამუშაო შეხვედრა
 
30 ნოემბერს, სტუ-ში გაიხსნა ტექნოლოგიის ტრანსფერის და ტექნოლოგიის ლიცენზირების ორდღიანი სამუშაო შეხვედრა თემაზე: “როგორ შევადგინოთ კომერციული კვლევითი ხელშეკრულებები სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების სფეროს კომპანიებსა და საქართველოს აკადემიურ ლაბორატორიებს შორის”.
ღონისძიების ორგანიზატორია  საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური ფონდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით,  დამფინანსებელი - ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრო და კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა.
შეხვედრა  გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ  ნოდარ სურგულაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფ. ზურაბ გასიტაშვილი და ქართველი და უცხოელი მეცნიერები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები