ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2016/17 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2016/17 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

30-10-2016
სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (გლივიცე, პოლონეთი) (Silesian University of Technology – SUT) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2016-2017 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.11.16
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 10.11.16
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 14.11.16

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ შესაბამის ვებგვერდსა და გზამკვლევში.

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სათანადო სააპლიკაციო ფორმები იხილეთ აქ.

დამატებითი ინფორმაცია ინგლისურენოვან სასწავლო კურსებთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

აკომოდაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მეტი დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ERASMUS+ სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

აპლიკანტების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც გააჩნიათ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და ამავე დროს, უცხო ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულების საფუძველზე პრიორიტეტი მიენიჭება მათემატიკურ, სამშენებლო, სატრანსპორტო და საბუნებისმეტყველო სამეცნიერო მიმართულებებს).

 

სიახლეებში დაბრუნება