სამუშაო შეხვედრა და ტრენინგები ARMAZEG პროექტის ფარგლებში

26-10-2016 სამუშაო შეხვედრა და ტრენინგები ARMAZEG პროექტის ფარგლებში
26 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების ცენტრის ბაზაზე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელიც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Tempus პროგრამის ARMAZEG საგრანტო პროექტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ARMAZEG პროექტის ("ინსტრუმენტების შემუშვება უწყვეტი განათლებისთვის ტრანსკავკასიის რეგიონში: ელექტრონული სწავლება") კონსორციუმის  პარტნიორ უნივერსიტეტთა წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრა და ტრენინგები ARMAZEG პროექტის ფარგლებში
სამუშაო შეხვედრა ითვალისწინებდა გამოცდილების გაზიარებას. ასევე, ჩატარდა ტრენინგები, რომელსაც უძღვებოდნენ ლუვენისა (ბელგია)და გრანადის (ესპანეთი) უნივერსიტეტების წარმომადგენლები. თეორიულ მასალასთან ერთად, ძირითადი ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ სწავლებას. მოხდა ელექტრონული სასწავლო რესურსების შექმნისათვის საჭირო თანამედროვე აპარატურული მოწყობილობების პრეზენტაცია და აუდიტორიისათვის მათი მუშაობის პრინციპების დემონსტრირება.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების ცენტრში, ასევე, იგეგმება სტუ-ს პროფესორ მასწავლებლებისათვის ანალოგიური ტრენინგების ჩატარება.
სამუშაო შეხვედრა და ტრენინგები ARMAZEG პროექტის ფარგლებში   სამუშაო შეხვედრა და ტრენინგები ARMAZEG პროექტის ფარგლებში

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები