სტუ-ს ფიზიკის პროგრამის სტუდენტების სტაჟირება იულიხში

26-10-2016
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იულიხის სამეცნიერო ცენტრს (Forschungszentrum Jülich (JÜLICH) შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის სექტემბერში იულიხში იმყოფებოდა ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილი.

ვიზიტის ფარგლებში ქართველი პროფესორი შეხვდა კვლევითი ცენტრის ინსტიტუტების დირექტორებს პროფ ჰანს შტროერს (ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი -IKP), პროფ. ჯონ შას (ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტი - INM) და პროფ. ასტრიდ კლინდერ-შარს (ენერგიისა და კლიმატის კვლევის ინსტიტუტის - IEK). საქმიან შეხვედრებზე განხილული იყო შემდგომი თანამშრომლობის საკითხები, დაიგეგმა ფიზიკის პროგრამის სტუდენტების სტაჟირება კვლევით ცენტრში.

31 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტში (INM) სტაჟირებას გაივლიან ანა გოგიშვილი, ნიკა გოგოლიძე და მიხეილ კიტაევიჩი, ხოლო 14 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე ენერგიისა და კლიმატის კვლევის ინსტიტუტში (IEK) სტაჟირებას გაივლიან თამთა გონაშვილი და რიჩარდ კიბლერი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები