სტუ-ს ფიზიკის პროგრამის მაგისტრანტი იულიხში

26-10-2016
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის პროგრამის მაგისტრანტმა, მიხეილ კელენჯერიძემ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2016 წლის გრანტი მოიპოვა და სამაგისტრო ნაშრომს იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში 8 თვის განმავლობაში შეასრულებს.

აღნიშნული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული მიხეილ კელენჯერიძე  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის"სამედიცინო ფიზიკის" სამაგისტრო პროგრამის მე-2 კურსის მაგისტრანტია. მაგისტრანტის ხელმძღვანელია პროფ. ქეთევან კოტეტიშვილი და დოქტორი იორგ ფელდერი (იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტი INM-4).

21 სექტემბერს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა მარინე ჩიტაშვილმა  და იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა, პროფ. სებასტიან შმიდტმა გამარჯვებულ სტუდენტს სერტიფიკატი გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები