სტუ-ს პროფესორის დაფასება პირეუსის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის მიერ

სტუ-ს პროფესორის დაფასება პირეუსის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის მიერ

25-10-2016
21-23 სექტემბერს ათენის გამოყენებითი მეცნიერებების პირეუსის უნივერსიტეტში (საბერძნეთში) ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია eRA – 11, სადაც მოხსენებებით გამოვიდა სტუ-ს პროფესორი პაატა კერვალიშვილი (“Modeling of Vibrational/Spectroscopic Properties of Virus-Like Nanoparticles”, პ. კეერვალიშვილი, ტ. ბჟალავა და “Quantum Information: Philosophy and Technology”, პ. კერვალიშვილი, დ. ცელესი).

ღონისძიებაში მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ძირითადი თემები მიეძღვნა მიმდინარე მიღწევებს საინფორმაციო ტექნოლოგიების,  საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერების დარგებში და ხაზგასმით აღინიშნა თანამედროვე მეცნიერული აზრისა და ტექნოლოგიების უახლესი მიღწევების როლი და მნიშვნელობა განათლების სისტემის განვითარებასა და კონცეფციების შემუშავებაში.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მსვლელობისას პირეუსის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით (2016 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება),  სტუ-ს პროფესორი პაატა კერვალიშვილი არჩეულ იქნა პირეუსის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად.

 

სიახლეებში დაბრუნება