Elsevier ვებინარი - Science Direct პლატფორმა

24-10-2016
2 ნოემბერს, 10:30 - 11:30 სთ., Science Direct-ში გაიმართება ელსევიერის (Elsevier) ვებინარი, სადაც წარმოდგენილი იქნება Science Direct პლატფორმა და ონლაინ დემონსტრაცია.

ვებინარის სამუშაო ენა არის ქართული.  

ვებინარის დროს შესაძლებელი იქნება კითხვების დასმა და სურვილისამებრ, ონლაინრეჟიმში პლატფორმის სხვადასხვა შესაძლებლობის ჩვენება. 

ScienceDirect-ი წარმოადგენს სამეცნიერო-ტექნიკური და სამედიცინო სრულტექსტიანი რეფერირებადი შინაარსის შეუდარებელ ინტერნეტრესურსს და მოიცავს სამეცნიერო პუბლიკაციების მსოფლიო ბაზრის მეოთხედს. რესურსი მოიცავს 14 მლნ პუბლიკაციას დაახლოებით 3,800 ჟურნალსა და 35,000-ზე მეტი დასახელების წიგნიდან. ScienceDirect-ი თავისი ინტერაქტიული ელემენტებით (Microsoft აუდიო, ვიდეო, გრაფიკები, ცხრილები, სურათები და შემოთავაზებული ჩაშენებული ინსტრუმენტები) მხარს უჭერს განათლებასა და მეცნიერებას, რათა მომხმარებელი მუდმივად ინფორმირებული იყოს კვლევების თანამედროვე ტენდენციებზე. მსოფლიოში წამყვანი პლატფორმა ScienceDirect მომხმარებელს, ასევე, სთავაზობს დასაბეჭდად მიღებულ სტატიებს, ელსევიერის ღია წვდომის ჟურნალებსა და ელსევიერის ჟურნალებიდან ღია წვდომის  სტატიებს.

ვებინარზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

ვებინარების ვიდეო ჩანაწერები ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე.

შეკითხვების ან ვებინარის დროს სასურველი საკითხების განხილვის შემთხვევაში მიმართეთ საკონტაქტო პირს:
თამარ გაგუა, ელსევიერის ტრენერი
ელ.ფოსტა: tgogua@gmail.com

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები