სტუ-ს ასოც.პროფ. მიხეილ ქანთარია კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში

19-10-2016 სტუ-ს ასოც.პროფ. მიხეილ ქანთარიას საქმიანი ვიზიტი კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში
12 ოქტომბერს, ქ.კილის (გერმანია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და ელექტროინჟინერიის ფაკულტეტზე მიწვეული იქნა სტუ-ს ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო-სასწავლო ინოვაციური ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი მიხეილ ქანთარია.

სტუ-ს ასოც.პროფ. მიხეილ ქანთარიას საქმიანი ვიზიტი კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში
საქმიანი ვიზიტი სტუ-ს სამეცნიერო-სასწავლო ინოვაციური ცენტრის დირექტორის, პროფ. ალექსანდრე ედიბერიძისა და კილის უნივერსიტეტის დირექტორის და საერთაშორისო ურთიეთობების კოორდინატორის, პროფ. რობერტ მანცკეს ინიციატივით გაიმართა.

სტუ-ს ასოც.პროფ. მიხეილ ქანთარიას საქმიანი ვიზიტი კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში
საქმიანი შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა სტუ-ს და კილის უნივერსიტეტს შორის ერთობლივ კვლევით და გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებული პერსპექტივები და დაისახა შესაბამისი სამომავლო გეგმები.

კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში სტუმრობისას ქართველი მეცნიერი, ასევე, გაეცნო გერმანულ უნივერსიტეტში მიმდინარე რობოტოტექნიკისა და სხვა თანამედროვე საინჟინრო მიმართულებების კვლევებსა და ექსპერიმენტებს.
სტუ-ს ასოც.პროფ. მიხეილ ქანთარიას საქმიანი ვიზიტი კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში   სტუ-ს ასოც.პროფ. მიხეილ ქანთარიას საქმიანი ვიზიტი კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში
სტუ-ს ასოც.პროფ. მიხეილ ქანთარიას საქმიანი ვიზიტი კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში   სტუ-ს ასოც.პროფ. მიხეილ ქანთარიას საქმიანი ვიზიტი კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები