ჩემპიონატი პროგრამირებაში

24-11-2010
უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი  და  სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატი პროგრამირებაში
 
23-24 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა ჩემპიონატი პროგრამირებაში ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის უმაღლეს სასწავლებელთა შორის.  ჩემპიონატი თბილისში, ტაშკენტში, ბარნაულსა და სანკტ-პეტერბურგში ტარდება და  თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს მოიცავს.  
24 ნოემბერს ჩატარდა  მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი (გუნდური) და, ამავდროულად, სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატი. 26 ნოემბერს იგეგმება სამხრეთ კავკასიის სტუდენტთა ღია  ჩემპიონატი (პირადი), 27 ნოემბერს კი გაიმართება ჩემპიონატის გამარჯვებულთა დაჯილდოება და საზეიმო დახურვა. 
ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი. ჩემპიონატს ატარებს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ორგანიზაცია, ასოციაცია ACM (association for computing machinery).

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები