SI Visby სტიპენდიების პროგრამა 2017/2018 აკადემიური წლისათვის

16-10-2016
ბალტიის ზღვის რეგიონის თანამშრომლობის შვედეთის ინსტიტუტი აცხადებს სტიპენდიების პროგრამას 2017/2018 აკადემიური წლისათვის, SI Visby პროგრამის ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს საქართველოდან, ბელორუსიიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვადან, მოლოდოვეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. კონკურსში გამარჯვებულებს საშუალება ეძლევათ გააგრძელონ სწავლა მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ან კვლევები შვედეთის უნივერსიტეტებში.

მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველებს შეუძლიათ მიიღონ სტიპენდიები ერთწლიან (60 კრედიტი) ან ორწლიან (120 კრედიტი) სამაგისტრო პროგრამაზე, 2017 წლის შემოდგომის სემესტრიდან. ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამაზე სტიპენდიის მფლობელს შეუძლია დამატებითი სტიპენდიების მიღება  შვედეთში სტაჟირებისთვის (5 თვემდე ვადით).

სამაგისტრო სტიპენდიები ფარავს სწავლის გადასახადსა და  შვედეთში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, თვეში 9,000 შვედური კრონის ოდენობით.

სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის საბუთების მიღება რამოდენიმე ეტაპად წარიმართება: 2017 წლის 16 იანვრამდე - შვედეთის ნაციონალურ სააპლიკაციო ელექტრონულ სისტემაში (www.universityadmissions.se); 2017 წლის 1 თებერვლამდე - სააპლიკაციო გადასახადის ბოლო ვადაა, ხოლო შემდგომ კი უშუალოდ SI სტიპენდიების პროგრამისთვის სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის პერიოდია 2017 წლის 1-10 თებერვალი.

სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

PhD სტუდენტებსა და პოსტ-სადოქტორო მკვლევრებს შვედეთის უნივერსიტეტში კვლევების ჩატარება შეუძლიათ შემდეგი პერიოდით:
• PhD სტუდენტი –12 თვემდე
• პოსტდოქტორი – 6, 9 ან 12 თვე 
• უფროსი მეცნიერი –6 თვემდე

სტიპენდიის ოდენობა PhD სტუდენტებისა და პოსტ-სადოქტორო მკვლევრებისთვის:
• PhD სტუდენტი – თვეში 15,000  შვედური კრონი
• პოსტ-დოქტორი – თვეში 18,000 შვედური კრონი
• უფროსი მეცნიერი – თვეში 18,000 შვედური კრონი

PhD სტუდენტების, პოსტდოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის სააპლიკაციო ფორმების შევსებისა და წარდგენის პერიოდია 01.11.2016 - 10.01.2017.

სადოქტორო და კვლევითი სტიპენდიების პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

SI Visby სტიპენდიების პროგრამის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:

მარკუს ბომანი (Markus Boman), პროგრამის მენეჯერი
ელ-ფოსტა: markus.boman@si.se

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები