IV საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - "ეროვნული ეკონომიკის მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ"

13-10-2016
14 ოქტომბერს, 11:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში (კოსტავას 77, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი) გაიხსნება რიგით მეოთხე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - "ეროვნული ეკონომიკის მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ".

კონფერენცია უკვე ოთხი წელია, რაც იმართება. მასში მონაწილეობას ღებულობს 17 უნივერსიტეტის 178 მეცნიერი. კონფერენციას დაესწრებიან კვიპროსის, თურქეთის, ესტონეთის, ლიტვის, უკრაინის, ყაზახეთის უნივერსიტეტების მეცნიერები.

კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკისათვის მისაღები ეკონომიკური მოდელის შემუშავებას.

იმავე დღეს 13:00 სთ გაიხსნება საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის ემირიტუსების "ვარსკვლავი" (სტუ-ს VI კორპუსი, VI სართული).

15 ოქტომბერს კონფერენცია მუშაობას ქუთაისში გააგრძელებს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები