პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები „სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიები საუნივერსიტეტო განათლებაში“

12-10-2016
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას სტუ-ს აკადემიური პროგრამების, როგორც ძირითად, ისე მოწვეულ პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე „სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიები საუნივერსიტეტო განათლებაში“.

კურსები ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების აიოვას უნივერსიტეტის "სწავლასა და სწავლებაში დახელოვნების ცენტრის" (CETL) და სტუ-ს პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ერთობლივად განვითარებული უახლესი ტრეინინგ პროგრამების მიხედვით.

მსურველებს შეუძლიათ გაეცნონ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მრავალფეროვან თემატიკას ცენტრის საიტზე და ფეისბუკის გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და რეგისტრაციისათვის მიმართეთ:
კოსტავას ქ. #68, სტუ-ს I კორპუსი (გალერეა "უნივერსი")
ტელეფონი: 2 33 30 51


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები