ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის

12-10-2016
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ქვეპროგრამას „ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის“. 

ქვეპროგრამა ითვალისწინებს  ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის გაცემას იმ სტუდენტებზე, რომლებიც ირიცხებიან  ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისთვის რეგისტრირებულნი არიან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიღებული აქვთ დადებითი შეფასება (A) ფრიადი (91 ქულა და მეტი) წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად და სწავლობენ თანდართულ დოკუმენტში მითითებულ მიმართულებებსა და დარგებზე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები