პოლიციის აკადემიის რექტორი სტუ-ში

17-11-2010
პოლიციის აკადემიის რექტორი სტუ-ში
 
17 ნოემბერს, სტუ-ს ესტუმრნენ პოლიციის აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე, საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გრიგალაშვილი და შსს-ს წარმომადგენლები.
შეხვედრისას მათ გამოთქვეს სტუ-თან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სურვილი. სტუმრებმა მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შესთავაზეს დასაქმების პროგრამაში ჩართვა. ხსენებული პროგრამა გულისხმობს კრიმინალისტურ სამსახურში დასაქმების მიზნით სტუდენტების გადამზადებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ს რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთი ქოქრაშვილი, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები