ანტინარკოტიკული კვირეული

15-11-2010
  "
 
 
     16 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში "სტუ-ს სტუდენტური მოძრაობის ორგანიზებით", "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობით გაიმართება პროექტ - "ანტინარკოტიკული კვირეულის" პრეზენტაცია.
     პროექტის მიზანია აქტიური პროპაგანდა გაუწიოს სტუდენტებში ანტინარკოტიკულ განწყობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მეტი ინფორმაცია გაავრცელოს სტუდენტებში ნარკოტიკული საშუალებების მავნებლობისა და უარყოფითი მხარეების შესახებ.
 
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ჩატარდეს:
 
     16 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში ჩატარდება  საჯარო ლექცია სასულიერო პირების მონაწილეობით. საჯარო ლექციას ჩაატარებს თაბორის მთის მამათა მონასტრის წინამძღვარი - მამა ბართლომე.
    
     17 ნოემბერს, 13:00 საათიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტის ორგანიზატორი სტუდენტების მიერ დარიგდება ანტინარკოტიკული ფლაიერები და აქტიური პროპაგანდა გაეწევა ცხოვრების ჯანსაღ წესს.
    
     18 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსში, შეხვედრების ოთახში (III სართული)  სტუდენტებისათვის ნაჩვენები იქნება ანტინარკოტიკული თემატიკის ფილმი, რომლის ჩვენების შემდეგ ჩატარდება ტრენინგი თემაზე - "ნარკომანია და შიდსის პრევენცია".
    
     19-20 ნოემბერს, 12 საათიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში გაიმართება მინი-ფეხბურთის ტურნირი.
   
     22 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის ადმინისტრაციული კორპუსის შეხვედრების ოთახში ჩატარდება ტრენინგი თემაზე - "ნარკოსიტუაცია საქართველოში".
    
     22 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის ადმინისტრაციული კორპუსის შეხვედრების ოთახში გაიმართება საჯარო ლექცია ფსიქოლოგების მონაწილეობით.
    
     23 ნოემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსიდან 1-ლი კორპუსის მიმართულებით გაიმართება მარათონი სტუდენტების მონაწილეობით.
 
საკონტაქო პირები:
ავთანდილ ადეიშვილი    - 898 55 99 51
ნინო ელისაშვილი        - 855 33 60 06
გიორგი კულდონაშვილი - 893 22 00 06
 
მისამართი: კოსტავას 77, სააკაძის მოედანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი                                              
"სტუ-ს სტუდენტური მოძრაობა"

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები