მემორანდუმი

12-11-2010
მემორანდუმი
 
12 ნოემბერს, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს ,,კვარციტს’’ შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.  მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და შპს ,,კვარციტის’’ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.
მემორანდუმის მიზანია საქართველოში სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარების ხელშეწყობა და მისი პერსპექტიული განვითარებისათვის თანამედროვე სამეცნიერო ტექნიკური და საგანმანათლებლო საფუძვლების შექმნა.
შპს ,,კვარციტი’’ სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტის ორი წარჩინებული სტუდენტისათვის აწესებს სპეციალურ სტიპენდიას, უზრუნველყოფს აგრეთვე სტუ-ს სტუდენტებისათვის ყოველწლიური პრაქტიკის გავლას კვარციტის საწარმოში, ხოლო ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მიიღებს კურსდამთავრებულს სტაჟირებაზე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები