CEU ბიზნესის სკოლის სასტიპენდიო პროგრამები 2017 წლისათვის

04-10-2016
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) (უნგრეთი) ბიზნესის სკოლა ფინანსების მაგისტრატურის ფარგლებში აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს 2017 წლისთვის:
  • NASDAQ  სტიპენდიების პროგრამა: NASDAQ OMX საგანმანათლებლო ფონდის გრანტი ფარავს სწავლის სრულ საფასურს 
  • Future of Big Data სტიპენდიების პროგრამა: ლონდონის საინვესტიციო ფირმის გრანტი ფარავს სწავლის სრულ საფასურს  და ითვალისწინებს შესაძლო სტაჟირებას ლონდონში (ინგლისი). 
2017 წლის სექტემბრისათვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 01.04.2017.

ფინანსების მაგისტრატურა ერთწლიანი პროგრამაა, რომელიც ანიჭებს ამერიკის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს და სადაც მიღება ხორციელდება წელიწადში ორჯერ, იანვარსა და სექტემბერში. პროგრამაში გათვალისწინებული როგორც დღის, ისე საღამოს დასწრებული სწავლება, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გაიარონ სტაჟირება ან იმუშაონ პარალელურად. სასწავლო პროგრამა ფოკუსირებულია პრაქტიკაზე და შეიცავს კურსების ფართო სპექტრს,  როგორიცაა ფინანსები, ეკონომეტრიკა, პროგრამირება და დიდი მონაცემთა ბაზები ე.წ. Big Data.

სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: http://business.ceu.edu/msc-in-finance

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები