საერთაშორისო - სამეცნიერო ტექნიკური კონფერენცია

10-11-2010
საერთაშორისო - სამეცნიერო ტექნიკური კონფერენცია
"გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება"
  
10 ნოემბერს, სტუ-ში ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის “გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის” მიმართულების ეგიდით, გაიხსნა საერთაშორისო საიუბილეო სამეცნიერო - ტექნიკური კონფერენცია “გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება”.
კონფერენცია ეძღვნება გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრის დაარსების 30 წლისთავს და მისი დამაარსებლის, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფ. ვიქტორ ერისთავის დაბადებიs 70 წლის იუბილეს.  
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობს 135 მეცნიერი, მათ შორის მეცნიერები იტალიიდან, ინგლისიდან, პაკისტანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
კონფერენცია 12 ნოემბერს დასრულდება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები