შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსის ვადების ცვლილება

30-09-2016 შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსის ფარგლებში მონაწილეობის მსურველთათვის საბუთების მიღების ვადა გაიზარდა (იხ. გენერალური დირექტორის ბრძანება).

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსოდ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე mr@rustaveli.org.ge, არაუგვიანეს 2016 წლის 24 ოქტომბრისა (17:00 სთ).

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნას ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს 2016 წლის 28 ოქტომბრისა (17:00 სთ), შემდეგ მისამართზე:

თბილისი, ალექსიძის ქ.1, III სართული
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (კანცელარია)

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები