ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტში - 2016/17 სასწავლო წლის II სემესტრი და 2017/18 სასწავლო წლის I სემესტრი

29-09-2016
ესპანეთის ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტი (Universidad del País Vasco (UPV/EHU) - University of the Basque Country) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2016-2017 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისა (II სემესტრი) და 2017-2018 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისათვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 22.10.16 / 22.04.17
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 25.10.16 / 25.04.16
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.10.16 / 02.05.17

სასწავლო კურსებისა და შესაბამისი საბუთებისა და ფორმებისათვის იხილეთ:

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 22.10.16 / 22.04.17
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 25.10.16 / 25.04.16
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.10.16 / 02.05.17

სასწავლო კურსებისა და შესაბამისი საბუთებისა და ფორმებისათვის იხილეთ:
ინგლისურ ენაზე სამაგისტრო პროექტის/თეზისის მოსამზადებლად  აუცილებელია CV და სამოტივაციო წერილის გაგზავნა ესპანეთის უნივერსიტეტში, სათანადო ხელმძღვანელის მოსაძიებლად. სამაგისტრო პროექტის/თეზისის მომზადება შეესაბამება 24 ECTS კრედიტს.

ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტი სტუდენტებს სათავაზობს ესპანური და ბასკური ენების უფასო სასწავლო კურსებს.

ორკვირიანი ესპანური ენის ინტენსიური სასწავლო კურსი გაიმართება აგვისტოსა და სექტემბერში (4.5 ECTS).

ესპანური ენის ყოველკვირეული სასწავლო კურსი - სექტემბრიდან დეკემბრამდე (6 ECTS) და იანვრიდან მაისამდე (6 ECTS).

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

აპლიკანტების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც გააჩნიათ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და ამავე დროს, უცხო ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე, და დოქტორანტების შემთხვევაში - სათანადოდ დამუშავებული და წარმოდგენილი კვლევის გეგმა.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხო ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

დამატებითი ინფორმაცია, ასევე, შეგიძლიათ იხილოთ: http://www.ehu.eus/en/web/nazioarteko-harremanak/en-visitor-handbook

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები