ყურადღება! - დამატებითი მიღება სტუ-ში 2016/2017 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამებზე არსებულ ვაკანსიებზე

28-09-2016
დამატებითი მიღება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2016/2017 სასწავლო წელს
სამაგისტრო პროგრამებზე არსებულ ვაკანსიებზე

გამოცხადდეს დამატებითი მიღება ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ ვაკანსიებზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღება განხორციელდება საფაკულტეტო ბრძანებით შექმნილი საბუთების მიმღები კომისიების მიერ, 2016 წლის 28 სექტემბრიდან  29 სექტემბრის  ჩათვლით.

სასპეციალიზაციო გამოცდა ჩატარდება 2016 წლის 30 სექტემბერის 10 საათიდან.

სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგები გამოცხადდება იმავე დღეს, 30 სექტემბერს.

საპრეტენზიო განცხადებები მიიღება 30 სექტემბერიდან 1 ოქტომბრის 16 საათამდე, მათი განხილვა მოხდება 1 ოქტომბერს, 17:00 საათზე; სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება იმავე დღეს.

საფაკულტეტო რანჟირების დოკუმენტი გამოქვეყნდება ა.წ. 2 ოქტომბერს.

მაგისტრანტობის კანდიდატმა ფაკულტეტის დეკანატში უნდა გააფორმოს ხელშეკრულება 2016 წლის 2 ოქტომბერს (წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჩარიცხულთა სიაში ვერ მოხვდება).

2016-2017 სასწავლო წლისთვის სტუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის ბრძანება გამოიცემა ამა წლის 3 ოქტომბერს.

ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებული ვაკანსიები:

სამშენებლო ფაკულტეტი
1. სამაგისტრო პროგრამა: წყალმომარაგება, წყალარინება და წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება და დაცვა (ინგლისურენოვანი)  -  ვაკანსია  2
2..სამაგისტრო პროგრამა: წყლის ინჟინერია (ინგლისურენოვანი) -  ვაკანსია 2

ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი
1.სამაგისტრო პროგრამა: ტელეკომუნიკაცია  - ვაკანსია 7   
2. .სამაგისტრო პროგრამა: ტექნოლოგიური პროექტების მენეჯმენტი და ინდუსტრიული პოლიტიკა   - ვაკანსია 1
3. სამაგისტრო პროგრამა: ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია (რუსულენოვანი) - ვაკანსია 2     

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი
1. სამაგისტრო პროგრამა: ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები - ვაკანსია 4
2. სამაგისტრო პროგრამა: სამთო და გეოინჟინერია - ვაკანსია 6
3. სამაგისტრო პროგრამა: უსაფრთხოების ინჟინერია და რისკების შეფასება - ვაკანსია 2         

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი
1. სამაგისტრო პროგრამა: ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია - ვაკანსია 4
2. სამაგისტრო პროგრამა: საინჟინრო ეკოლოგია - ვაკანსია 2
3. სამაგისტრო პროგრამა: მეტალურგია - ვაკანსია 1

სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი
1. სამაგისტრო პროგრამა: ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა - ვაკანსია 8
2. სამაგისტრო პროგრამა: სამრეწველო ინჟნერია და ტექნოლოგია - ვაკანსია 1
3. სამაგისტრო პროგრამა: კვების ინდუსტრიის ინჟინერია და ტექნოლოგიები - ვაკანსია 2
4. სამაგისტრო პროგრამა: საზღვაოსნო მეცნიერებები - ვაკანსია 2     

არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი
1. სამაგისტრო პროგრამა: არქიტექტურა - ვაკანსია 13
2. სამაგისტრო პროგრამა: არქიტექტურათმცოდნეობა - ვაკანსია  2

ბიზნესის ტექნოლოგიების ფაკულტეტი
1. სამაგისტრო პროგრამა: საბანკო პროცესების მართვა - ვაკანსია 4

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი
1. სამაგისტრო პროგრამა: მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი - ვაკანსია 6
2. სამაგისტრო პროგრამა: საინჟინრო  ფიზიკა -  ვაკანსია  3
3. სამაგისტრო პროგრამა: ბიოსამედიცინო ინჟინერია და სამედიცინო ინფორმატიკა - ვაკანსია 1                    

დიზაინის საერთაშორისო სკოლა
1. სამაგისტრო პროგრამა: დიზაინი (ინგლისურენოვანი)  -   ვაკანსია   3

აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი
1. სამაგისტრო პროგრამა: მეცხოველეობა - ვაკანსია 1
2. სამაგისტრო პროგრამა: ორგანული სოფლის მეურნეობა -   ვაკანსია 1
3. სამაგისტრო პროგრამა:სოფლის მეურნეობის მექანიზაცია - ვაკანსია 5                            

მაგისტრანტობის კანდიდატმა შესაბამის დეკანატში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:

• განცხადება რექტორის სახელზე ფაკულტეტისა და სამაგისტრო პროგრამის მითითებით;
• პირადობის  მოწმობა და მისი ასლი;
• აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი და მისი ასლი, ან  კვალიფიკაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და მისი ასლი;
• ფოტოსურათი 4 ცალი, ზომით 3 х4  სმ;     
• მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო  ვალდებულთათვის);         
• მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან - www.naec.ge).
• თი-ბი-სი ბანკის რომელიმე ფილიალში გადახდილი 15-ლარიანი ქვითარი.

ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში განცხადება არ მიიღება.

სასპეციალიზაციო გამოცდები ფაკულტეტების სამაგისტრო პროგრამებზე ჩატარდება:

2016 წლის 30 სექტემბერს სტუ-ს საგამოცდო ცენტრში, სტუ-ს I კორპუსში, კოსტავას ქ.68.

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სასპეციალიზაციო გამოცდები ჩატარდება სტუ-ს I კორპუსში, (აუდიტორია №403), კოსტავას ქ.68.

დიზაინის საერთაშორისო სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე სასპეციალიზაციო გამოცდა ჩატარდება სტუ-ს მე-8 კორპუსში. (აუდიტორია №19)  კოსტავას ქ.75ა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები