სიახლეები
სიახლეები

სიახლეები

11 დეკ

კომპანია Softmaster Trade - ვაკანსია სტუდენტებისთვის

კომპანია Softmaster Trade სტუდენტებისთვის აცხადებს ვაკანსიას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ქსელები, პროგრამირება, მიკრო ელეტრონიკა


11 დეკ

"პოლიტიკა სამსჯავროზე" - პირველი იმიტირებული პროცესი

13 დეკემბერს, 13:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში გაიმართება პირველი იმიტირებული პროცესი, "პოლიტიკა სამსჯავროზე" მულტიდისციპლინური სამეცნიერო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში
10 დეკ

სამეცნიერო კონფერენცია „არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“

17 დეკემბერს, 14:00 სთ., სტუ–ს ი. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია „არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“, რომელიც იძღვნება გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის ირაკლი ციციშვილის დაბადებიდან 100 წლისთავს
07 დეკ

მონოგრაფია "მცირე ეკონომოლოგია. ეკონომიკური თეორიის ახალი პარადიგმები"

ცნობილმა ევროპულმა გამომცემლობამ Palmarium academic publishing რუსულ ენაზე გამოსცა სტუ-ს პროფ. გიორგი მალაშხიას მონოგრაფია "მცირე ეკონომოლოგია. ეკონომიკური თეორიის ახალი პარადიგმები"
07 დეკ

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია - სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთობლივი საინსპექციო განყოფილება (Joint Inspection Unit - JIU)  აცხადებს სტაჟირების პროგრამას სტუდენტებისთვის
06 დეკ

პროექტი PRINTeL - ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებული ტრეინინგები ლეუვენის უნივერსიტეტში

11 - 17 ნოემბერს, PRINTeL პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებულ ინტენსიურ TOT ტრენინგ-კურსებში, რომელიც პროექტის პარტნიორ ლეუვენის უნივერსიტეტში გაიმართა
06 დეკ

SABIS® - ვაკანსია სტუდენტებისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობით

გლობალური საგანმანათლებლო ქსელი SABIS® აცხადებს ვაკანსიებს სტუდენტებისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობით, მაღალი ხარისხის პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამების შესაქმნელად
06 დეკ

სტუ-ს ც.მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი - ღია კონკურსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობების დასაკავებლად

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ც.მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობების დასაკავებლად
06 დეკ

ნიადაგის მსოფლიო დღე - შეხვედრა სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებთან

5 დეკემბერს, ნიადაგის მსოფლიო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის უფროსი, გიორგი ღამბაშიძე და ღვინის კომპანია შუმის ბიოდინამიური მევენახეობის ხელმძღვანელი გიორგი ალადაშვილი

06 დეკ

შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული „2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის“ გამარჯვებული სტუ-ს დოქტორანტები

სტუ-ს გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ორმა დოქტორანტმა გაიმარჯვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ „2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში“
04 დეკ

სამედიცინო კორპორაცია ევექსი - ვაკანსია კაპიტაციის პროექტის აგენტებზე

სამედიცინო კორპორაცია ევექსი, კაპიტაციის პროგრამის ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას სტუდენტებისთვის კაპიტაციის პროექტის აგენტებზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
01 დეკ

Erasmus+ სალექციო კურსი გამოყენებით მათემატიკაში კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

15 - 19 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი გიორგი ბაღათურია ERASMUS+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამით სტუმრობდა პოლონეთის კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს
01 დეკ

პრაღის საზაფხულო სკოლები 2019

2019 წლის 29 ივნისს - 6 ივლისს, პრაღის SCHOLA EMPIRICA არასამთავრობო სკოლის ორგანიზებით, პრაღაში გაიმართება საზაფხულო სკოლების პროგრამა
01 დეკ

Erasmus+ სალექციო კურსი რკინიგზის რეინჟინერინგის შესახებ კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

15 – 19 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ასისტ. პროფ. დავით ჯაფარიძე ერაზმუს+
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა პოლონეთის კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
30 ნოე

ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის მობილობის პროგრამა სტუდენტებისთვის - 2019/20 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას სტუდენტებისთვის, ფილოსოფიის ფაკულტეტზე, 2019/20 აკადემიურ წლის საშემოდგომო სემესტრისათვის
29 ნოე

შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის - ტრენერთა-ტრენერის (ToT) კურსები

ბრიტანული საბჭოების პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მიერ დაფინანსებული ქართულ-ბრიტანული პროექტის ფარგლებში, სტუ-ს ინოვაციების ცენტრი აცხადებს კონკურსს ტრენერთა-ტრენერის (ToT) ტრენინგ-კურსებზე
29 ნოე

შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის - I საორგანიზაციო შეხვედრა

20-21 ნოემბერს, ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკალი“-ს ეგიდით თბილისში პირველი საორგანიზაციო შეხვედრა ჩატარდა, სადაც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, აქტიური მონაწილეობა მიიღო
29 ნოე

შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კილის უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ბრიტანეთის საბჭოების დაფინანსებით კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდება
28 ნოე

დისტანციური სწავლების II ეროვნული კონფერენცია

22 ნოემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ დისტანციური სწავლების მეორე ეროვნული კონფერენცია გაიმართა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა გააკეთა მოხსენება ”კომბინირებული სწავლების უპირატესობანი“
28 ნოე

დაჯილდოება

27 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდ მეცნიერსა და ინჟინერს, აკადემიკოს ვალენტინე ჭანტურიას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა

სიახლეები 1 - 20 of 3053