სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ახალი კორპუსის გახსნა

22-09-2016 სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ახალი კორპუსის გახსნა
21 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ახალი, თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო კორპუსი გაიხსნა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მეცნიერებთან ერთად გახსნა.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის განვითარებისთვის საქართველოს მთავრობამ 12 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ეს თანხა მოხმარდა ინფრასტრუქტურულ, აღჭურვით და პროგრამული უზრუნველყოფისათვის აუცილებელ სამუშაოებს. 
სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ახალი კორპუსის გახსნა
ფაკულტეტს გააჩნია ულტრათანამედროვე ლაბორატორიები და ისეთი აღჭურვილობა, რომლის მსგავსი  საქართველოში არა თუ ერთი ფაკულტეტის ფარგლებში, არამედ, რომელიმე უნივერსიტეტის ბაზაზეც კი, ჯერ არ არსებობს. სასწავლო კორპუსს, ასევე, აქვს სივრცე სამეცნიერო კვლევების საწარმოებლად და იგი ხელმისაწვდომია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ახალგაზრდა მეცნიერებისთვისაც.

ფაკულტეტში გაერთიანებულია 8 საგანმანათლებლო პროგრამა: მეცხოველეობა, აგრონომია, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია, აგრობიზნესის მენეჯმენტი, სასურსათო ტექნოლოგიები, სატყეო საქმე, აგრარული ტექნოლოგიები და აგროინჟინერია. მათგან 7 პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული. სტუდენტთა პირველი მიღება ფაკულტეტზე 2014-2015 წლისთვის განხორციელდა.

სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ახალი კორპუსის გახსნა
ახალი სასწავლო კორპუსი „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016-ის“ ფარგლებში გაიხსნა და აქვე გაიმართა ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება „აგრარული მეცნიერების დღე“. ღონისძიება მოიცავდა აგრარული მეცნიერების თემაზე კონფერენციებს, საჯარო ლექცია-პრეზენტაციებს, ტრენინგებს. თავად ფესტივალი მეხუთე დღეა რაც მიმდინარეობს და არაერთი საინტერესო ღონისძიება შესთავაზა მეცნიერებს, დაინტერესებულ პირებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს. „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016“ 25 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურება.

სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ახალი კორპუსის გახსნა   სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ახალი კორპუსის გახსნა
სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ახალი კორპუსის გახსნა   სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ახალი კორპუსის გახსნა

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები