იუბილე

08-11-2010
იუბილე
 
6 ნოემბერს, სტუ-ში გაიმართა საიუბილეო სხდომა, რომელიც ეძღვნებოდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, მანქანათა მექანიზმების თეორიის დარგში საქვეყნოდ აღიარებული ქართული სკოლის ფუძემდებლის დავით თავხელიძის დაბადებიდან 100 წლისთავს.
ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა მეცნიერებთან ერთად ბატონი დავითი სათავეში ედგა სივრცითი და სფერული სახსროვანი მექანიზმების კვლევისა და შესწავლის საქმეს, რომელიც ამჟამად წარმოადგენს მექანიზმებისა და მანქანების თეორიის ერთ-ერთ განვითარებულ და მოწინავე სამეცნიერო მიმართულებას. მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრა, რომელიც დაფუძნდა და განვითარდა ბატონი დავითის ხელმძღვანელობით, ამჟამადაც სათავეში უდგას მექანიზმების თეორიის შესწავლასა და განვითარებას საქართველოში.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები