მედია პროექტი “ეტალონი”

05-11-2010
მედია პროექტი “ეტალონი”
 
 
ამ დღეებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მედია პროექტ  “ეტალონში” სტუმრების რანგში მიიღეს მონაწილეობა.
გადაცემაში მონაწილეობდნენ წყალტუბოს სკოლების ყველაზე წარმატებული მოსწავლეები. გადაცემა ძალზე საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მიწვეული იყვნენ სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი დავით თავხელიძე,  სწავლების დეპარტამენტის სასწავლო პროცესის განყოფილების უფროსი, პროფესორი გიორგი აბრამიშვილი და სტუდენტების წარმომადგენელი, მაგისტრანტი ვასო ურუშაძე.
სტუმრებმა გამარჯვებული დააჯილდოვეს და მიულოცეს წარმატება. ბატონი დავით თავხელიძე ახალგაზრდებს ესაუბრა თანამედროვე ეპოქაში ტექნიკური განათლების მნიშვნელობის შესახებ და უპასუხა შეკითხვებს, კერძოდ, მათ აუხსნა, თუ რა ადგილი უჭირავს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ინჟინერიას და ტექნიკური განათლების მიღების მიზნით რატომ არის პერსპექტიული სტუ-ში სწავლა, რა უპირატესობა აქვს მას სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით და ურჩია მათ სტუ-ში სწავლის გაგრძელება.
გადაცემა გავა სამაუწყებლო კომპანია “იმედის” ეთერში კვირას, 7 ნოემბერს, 17:45 საათზე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები