გაცვლითი პროგრამა VŠB - ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტში

12-09-2016
VŠB - ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტი (ჩეხეთის რესპუბლიკა) აცხადებს კონკურსს გაცვლით პროგრამაზე, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის.

საზაფხულო სემესტრისთვის ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 15 ოქტომბერი;
საზაფხულო სემესტრისთვის სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 30 ოქტომბერი.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: https://www.vsb.cz/en/study-here/exchange-students/exchange-programme/

სტუდენტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ სწავლა გააგრძელონ VŠB - ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტში, როგორც გაცვლითმა სტუდენტებმა, სტიპენდიის მოსაპოვებლად უნდა წარადგინონ განაცხადი გეორგიუს აგრიკოლას სასტიპენდიო პროგრამაზე (Georgius Agricola Scholarship). სასტიპენდიო პროგრამის ხანგრძლივობა 1 – 4 თვემდეა და განისაზღვრება არჩეული საგნების, პროექტის დასრულების, სემინარებსა და სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობის მიხედვით.

სასტიპედნიო პროგრამაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ მიღებული სტიპენდიები ამათუიმ საერთაშორისო პროგრამიდან.

საზაფხულო სემესტრისთვის სასტიპენდიო პროგრამაზე სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 15 ოქტომბერი.

საკონტაქტო პირები:
იაკუბ ნემეცი (Jakub Nemec)
ელ.ფოსტა: jakub.nemec@vsb.cz

მარტა ბლასტიკოვა (Marta Blastikova)
ელ.ფოსტა: marta.blastikova@vsb.cz

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები