ჯილდო

08-11-2010
საპატიო ჯილდო
 
8 ნოემბერს სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის გ. ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა საზეიმო ცერემონიალი, რომელიც მიეძღვნა საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის, იუნესკოს გენერალური მდივნის მრჩევლის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის გოჩა ჩოგოვაძის დაჯილდოებას საფრანგეთის ორდენით – “ხელოვნებისა და სიტყვიერების ოფიცერი”.
აკადემიკოს ჩოგოვაძეს საპატიო ჯილდო საფრანგეთის ხელოვნებათა და ფერწერის აკადემიის უცვლელმა მდივანმა, ბატონმა არნო დოტრივმა გადასცა.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები