გამოფენა EXPO 2017

24-08-2016
2017 წლის 10 ივნისიდან 10 სექტემბრამდე ასტანაში (ყაზახეთი), გაიმართება გამოფენა EXPO 2017. ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრს (ISTC) გამოყოფილი აქვს პავილიონი, სადაც წარმოდგენილი იქნება გამორჩეული და ინოვაციური პროექტები შემდეგ სფეროებში:
  • განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის საუკეთესო პრაქტიკა
  • ენერგოეფექტურობისა და  ენერგიის ტრადიციული წყაროების  საუკეთესო პრაქტიკა
  • ენერგიის შენახვის საუკეთესო  პრაქტიკა
  • დისტრიბუციის/განაწილების საუკეთესო პრაქტიკა
  • ბუნებრივი ენერგიული რესურსების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკა
  • მწვანე ენერგია
დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ წარმოადგინონ  ნამუშევარი - ინფორმაცია თავიანთი პროექტის შესახებ (იგულისხმება როგორც დაფინანსებული პროექტები, ასევე, პროექტები, რომლებიც არ დაფინანსდა რომელიმე დონორის მიერ). წარმოდგენილი პროექტები უნდა იყოს ინოვაციური, გამორჩეული და უნდა უკავშირდებოდეს ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებს.

ინფორმაცია ISTC  მიერ მოთხოვნილი ფორმით ელექტრონულად უნდა გადაიგზავნოს მისამართზე:
ირინა ხომერიკი, ISTC-ის საქართველოს რეგიონული განყოფილების უფროსი 

პროექტების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 10 სექტემბერი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები