ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ასოც. პროფესორის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში

08-08-2016 ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ასოც. პროფესორის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში
21 ივნისიდან 25 ივლისამდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მარინა ლონდარიძე მიწვეული იყო დიუსელდორფის კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრსა და მიუნსტერის უნივერსიტეტში (გერმანია). სამუშაო ვიზიტი მიზნად ისახავდა გერმანული სწავლების მეთოდიკის გაცნობას და ის ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის დაფინანსებით განხორციელდა.

ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ასოც. პროფესორის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში
ქართველმა იურისტმა დიუსელდორფის სამეცნიერო კვლევისა და კვალიფიკაციის ამაღლების ინტერკულტურულ ცენტრში წარმატებით გაიარა ტრენინგი „გერმანული სწავლების მეთოდიკა იურისტებისათვის“. ტრეინინგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ცოდნისა და გამოცდილების ურთერთგაცვლა, თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში ჩაღრმავება და მსჯელობის შედეგად მართებული დასკვნების გამოტანა.

მიუნსტერის პროფესორის შთაინ-მეიერის ხელშეწყობით ქართველ მეცნიერს საშუალება მიეცა, შეხვედრები გაემართა სრულ იურისტებთან,  მუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებთან, ასევე, დასწრებოდა კონფერენციებს, სემინარებსა და ლექციებს.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი მარინა მოლაპარაკებას აწარმოებდა მუნსტერის უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთერთნამშრომლობასა და გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით.
ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ასოც. პროფესორის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში   ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ასოც. პროფესორის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში   ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ასოც. პროფესორის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები