ქართველი დოქტორანტის წარმატებული სადოქტორო დისერტაციების დაცვა გერმანიასა და საქართველოში

03-08-2016
6 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის „ინფორმატიკის“ დოქტორანტმა მალხაზ ჯაბუამ წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია კიოლნის უნივერსიტეტში თემაზე  „Ultimate Resolution X-Ray Spectroscopy of Chemical-Effects in Manganese Compounds“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფ. დეტლევ გოტა) და მიენიჭა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი.

ამავდროულად, 22 ივლისს მალხაზ ჯაბუამ წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თემაზე "მაღალი წარმადობის SCADA სისტემა კრისტალური სპექტრომეტრის მონიტორინგისა და მართვისათვის" (სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფ. ლევან იმნაიშვილი) და მიენიჭა ინჟინერიის აკადემიური დოქტორის ხარისხი ინფორმატიკაში.

აღსანიშნავია, რომ სადოქტორო დისერტაციის დაცვა განხორციელდა ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იულიხის კვლევით ცენტრს (გერმანია) შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმისა და სტუ-სა და კიოლნის  უნივერსიტეტს (გერმანია) შორის არსებული ხელშეკრულების – „სადოქტორო დისერტაციის ერთობლივი ხელმძღვანელობის შესახებ“ ფარგლებში და მალხაზ ჯაბუა პირველი დოქტორანტია, რომელმაც  სადოქტორო დისერტაციები დაიცვა მეცნიერებათა ორ მიმართულებაში იულიხის კვლევით ცენტრსა, კიოლნის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ზემოაღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები