სტუ-ს რექტორი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა

01-08-2016 სტუ-ს რექტორი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა
29 ივლისს საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს წევრებისა და კანონმდებელთა გარდა სამეცნიერო წრეებისა და ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. განხილული იქნა ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში ბიოტექნოლოგიური მიღწევების გავრცელების ხელშემწყობი პროგრამა და ბიოტექნოლოგიის განვითარების პერსპექტივები.

სტუ-ს რექტორი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა
ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა ბიოსისტემის ინჟინერინგის მიმართულებით სპეციალისტთა მომზადების საქმეში გაწეული ღვაწლისათვის. მას საპატიო სიგელი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა გადასცა.

სტუ-ს რექტორი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის საპატიო სიგელით დაჯილდოვდასხდომაზე მოხსენება გააკეთა, ასევე, სტუ-ს პროფესორმა, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა ედიშერ კვესიტაძემ. მისი მოხსენების თემას წარმოადგენდა „ბიოეკოლოგია - განათლება და ბიოტექნოლოგიური მიდგომები“.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურმა საბჭომ მიიღო დადგენილება და შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში ბიოტექნოლოგიური მიღწევების გავრცელების ხელშეწყობისთვის და რომელიც შეიმუშავებს შესაბამისი სამეცნიერო ტექნოლოგიური პროგრამის პროექტს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები