საზაფხულო სკოლა "საკონსტიტუციო სამართალწარმოება"

27-07-2016 საზაფხულო სკოლა "საკონსტიტუციო სამართალწარმოება"
16-21 ივლისის ჩათვლით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობას ღებულობდნენ საზაფხულო სკოლაში, რომელიც სტუ-ს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში. საზაფხულო სკოლის თემას წარმოადგენდა "საკონსტიტუციო სამართალწარმოება".

აღნიშნული საზაფხულო სკოლა უკვე მეოთხე წელია ტარდება სტუს სამართლის კლინიკის ეგიდით და წელს მასში 25 სტუდენტი მონაწილეობდა. სტუდენტებს ლექციებს უკითხავდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მრჩევლები. საზაფხულო სკოლის ფარგლებში სტუდენტები, ასევე, ესწრებოდნენ სასამართლო პროცესებს.

პროექტის დასასრულს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის ხელმძღვანელმა ანა ფუტკარაძემ პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები