მემორანდუმი

29-10-2010
მემორანდუმი
 
28 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სააქციო საზოგადოება “მადნეულს” შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.  მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და “მადნეულის” დირექტორმა გიორგი დევაძემ.
მემორანდუმის მიზანია საქართველოში სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარების ხელშეწყობა და მისი პერსპექტიული განვითარებისათვის თანამედროვე სამეცნიერო ტექნიკური და საგანმანათლებლო საფუძვლების შექმნა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები