საპროექტო პრაქტიკა არქიტექტურულ-სამშენებლო კომპანიებსა და მუნიციპალიტეტების არქიტექტურის სამსახურებში

22-07-2016
18 ივლისიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მენეჯერის სამსახურის ინიციატივით, ფაკულტეტის II–IV კურსის  სტუდენტები და მაგისტრანტები იმყოფებიან საპროექტო პრაქტიკაზე არქიტექტურულ-სამშენებლო კომპანიებში და რეგიონალურ/ადგილობრივ მუნიციპალიტეტების არქიტექტურის სამსახურებში. აღნიშნული პრაქტიკა  სტუ-სა და დამსაქმებელ კომპანიებს შორის გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე ხორციელდება.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკას შემდეგ ორგანიზაციებში გადიან:
  • შ.პ.ს „კომპანია ალბატროსი“ (თბილისი)
  • შ.პ.ს. „ემბავუდ ჯორჯია“, „კარე“ (თბილისი)
  • რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახური
  • მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის სამსახური
  • გორის მერიის არქიტექტურის სამსახური
  • ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახური
  • ჭიათურის მუნიციპალიტის არქიტექტურის სამსახური
  • ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური
  • კომპანია „ორბი ჯგუფი“ (ბათუმი)
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის სამსახური
  • ყვარლის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
  • აბაშის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
  • მესტიის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
  • ყაზბეგის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები