შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსი

22-07-2016
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსს.

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორის შემდეგ მიმართულებებში:
1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
2. ინჟინერია და ტექნოლოგიები
3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები
4. აგრარული მეცნიერებები
5. სოციალური მეცნიერებები
6. ჰუმანიტარული მეცნიერებები
7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები

კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს დოქტორანტს, რომელიც არის ამავე საგრანტო კონკურსის 2013 და 2014 წლებში გამარჯვებული პირი.

პროექტის განსახორციელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და ასევე სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

გამარჯვებული პროექტის განხორციელება უნდა დაიწყოს 2016 წლის ოქტომბრიდან.

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 6 თვე და მაქსიმუმ 36 თვე. თვეების რაოდენობა უნდა იყოს 6-ის ჯერადი და შეესაბამებოდეს 6 თვიან საანგარიშო პერიოდებს.

ერთი საგრანტო პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 21 000 ლარს.

კონკურსის გრაფიკი:
• 7 ივლისი, 2016 წ - კონკურსის გამოცხადება;
• 18 ივლისი, 2016 წ - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბაზის გახსნა და ბაზაში პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქციის განთავსება;
• 20 ივლისი, 16:00 სთ - ჯგუფური კონსულტაცია - სარეგისტრაციო ფორმა
• 26 ივლისი, 16:00 სთ - ჯგუფური კონსულტაცია - სარეგისტრაციო ფორმა;
• 1 აგვისტო, 2016 წ. - ფონდში შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
• 8 აგვისტო, 2016 წ. 23:00 სთ - ელექტრონულ ბაზაში პროექტის რეგისტრაციის ბოლო ვადა;
• 10 აგვისტო, 2016 წ. 16:00 სთ - ფონდის კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის ბოლო ვადა.

ვადისა და კონკურსის პირობების (ფორმატი, წესი და სხვ.) დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება.

დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები