სტიპენდია

28-10-2010
ჩეხეთის რესპუბლიკის სამთავრობო სტიპენდიები
სტუ-ს სტუდენტებისათვის
 
 
საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო იწვევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში  2011/2012 სასწავლო წელს სწავლის გაგრძელების მიზნით მონაწილეობა მიიღონ სამთავრობო სტიპენდიის მოსაპოვებელ კონკურსში. 
ამ წელს გვთავაზობენ ბაკალავრის პროგრამაზე (ჩეხურ ენაზე) წარვადგინოთ 3 კანდიდატი შემდეგ სპეციალობებზე: ეკონომიკა, ტექნიკა და მშენებლობა. სტიპენდიის მიღების შემთხვევაში სტუდენტმა უნდა გაიაროს ჩეხური ენის შემსწავლელი მოსამზადებელი ერთწლიანი კურსი.
ასევე გვთავაზობენ მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლებას ინგლისურ ენაზე შემდეგ სპეციალობებში: ეკონომიკა, ინფორმატიკა. კვოტა ჩვენი უნივერსიტეტისათვის შეადგენს 3 კანდიდატს. მსურველებმა ჩეხეთის საელჩოში უნდა გაიარონ ტესტირება ინგლისურ ენაში. (მისი ჩატარების თარიღს შეგვატყობინებენ დამატებით), ასევე დოკუმენტებს თან უნდა დაერთოს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
 
ანკეტები და დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის მოპოვების თაობაზე მოცემულია საიტზე:
 
 
შევსებული ანკეტები და დამატებითი დოკუმენტები საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს უნდა წარედგინოს 2010 წლის 10 დეკემბრამდე.
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები