ვიზიტი

05-10-2007

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აკადემიურ ვაჟთა გუნდის ვიზიტი სტუ - ში

08.10.07 სტუ - ს საქართველოში სტუმრად მყოფი ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აკადემიური ვაჟთა გუნდი ეწვია. გუნდთან ერთად სტუ - ს სტუმრობდა აღნიშნული ინსტიტუტის პრორექტორი განვითარების დარგში ანდრეს კიივალიკი (Andres Keevallik)- გუნდის საპატიო წევრი და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი . იგი შეხვდა სტუ - ს პრორექტორს , პროფ . არჩილ ფრანგიშვილს . შეხვედრაზე განხილულ იქნა აღნიშნული უნივერსიტეტების შემდგომი დაახლოებისა და მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები .

შეხვედრის შემდგომ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აკადემიურ ვაჟთა გუნდმა სტუ - ს ადმინისტრაციული კორპუსის ფოიეში ექსპრომტად გამართა კონცერტი


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები