ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია ,,Start - Business Solutions'' - კონკურსი მეწარმეობის მსურველთათვის

20-07-2016
ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია ,,Start - Business Solutions'' აცხადებს კონკურსს მეწარმეობის მსურველთათვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დამათავრებელი კურსის და მაგისტრატურის 1-2 კურსის სტუდენტებს.

კომპანია "Start - Business Solutions" დაფუძნდა 2013 წელს და მისი მთავარი მიზანია სტარტაპების/ბიზნესების შექმნის ხელშეწყობა. ამჟამად კომპანიას გააჩნია 7 სტარტაპი/ბიზნესი, რომლებიც განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა. კონკურსის შედეგად შერჩეულ მეწარმეებს კომპანია ჩააბარებს აღნიშულ სტარტაპებს/ბიზნესებს და დაეხმარება მათ განვითარებაში. შერჩეული მეწარმეები მიიღებენ წილს ბიზნესში და გახდებიან "Start - Business Solutions"-ის პარტნიორები.

სტარტაპები/ბიზნესები წარმოდგენილია სხვადასხვა სფეროებიდან:
  • წარმოება
  • ინტერნეტ ბიზნესი
  • ფინანსური სექტორი 
  • არასამთავრობო სექტორი
  • მომსახურება.
მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები:
  • მეწარმის სრული ჩართულობა (24/7-ზე)
  • განათლება, მოტივაცია და ინტერესი კონკრეტული ბიზნესის მიმართ
  • კანდიდატის ხედვა სტარტაპის/ბიზნესის მართვისა და განვითარების შესახებ
  • გათვალისწინებული იქნება კანდიდატის გრძელვადიანი მიზნები
  • პიროვნული თვისებები და მათ თავსებადობა "Start - Business Solutions"-ის გუნდთან
დაინტერესებულმა პირებმა CV (ჯგუფის შემთხვევაში, ყველა CV ერთად ) და მოკლე წერილი სასურველი ბიზნესის სფეროს შესახებ უნდა გააგზავნონ არაუგვიანეს 2016 წლის 31 ივლისამდე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: s.kobaidze@startbs.com (წერილის სათაურში მითითებული უნდა იყოს სიტყვა "Startup", Subject-ის ველში - ,,კონკურსი მეწარმეობის მსურველთათვის'').

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

საკონტაქტო პირი: სოფო კობაიძე
ტელ.: 2 18 38 21.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები