სტუ-ს პროფესორების სამუშაო ვიზიტი სომხეთში

15-07-2016
11-14 ივლისს,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორები პაატა კერვალიშვილი, თამარ ბერბერაშვილი და ლალი ჩახვაშვილი ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორატის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სომხეთის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის ფიზიკური კვლევების ინსტიტუტსა და რადიფიზიკის და ელექტრონიკის ინსტიტუტში.

ქართველ და სომეხ მეცნიერთა ერთობლივ სემინარზე სტუ-ს პროფესორებმა წარმოადგინეს სამი მოხსენება:
1. ახალი ნახევარგამტარული სისტემების შესწავლა მაღალეფექტური ენერგიის გარდამქმნელებისათვის, პ. კერვალიშვილი, თ. ბერბერაშვილი, ლ. ჩახვაშვილი;
2. ნანოსენსორები და ნანოსენსორული სისტემები ბირთვული რადიაციული გაზომვე-ბისთვის, პ. კერვალიშვილი, თ. ბერბერაშვილი, ლ. ჩახვაშვილი;
3. ნანოობიექტების - ვირუსების ოპტიკური სპექტროსკოპია, პ. კერვალიშვილი, თ. ბჟალავა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სომეხ კოლეგა აკადემიკოსებთან ს. პერტოსიანთან (რადიფიზიკის და ელექტრონიკის ინსტიტუტი) და ა. პაპოიანთან (ფიზიკური კვლევების ინსტიტუტი) ერთად გადაწყდა ერთობლივი ბილატერალური და მულტილატერალური სამეცნიერო ტექნოლოგიური პროექტების განხორციელება სხვადასხვა პროგრამებში (ევროკავშირი, ნატო, აშშ, სსტც და სხვ.) მონაწილეობით.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები