სტუ-ს ასოცირებული პროფესორის ვიზიტი ევროპის უნივერსიტეტებში

15-07-2016 სტუ-ს ასოცირებული პროფესორის ვიზიტი ევროპის უნივერსიტეტებშისტუ-ს ასოცირებული პროფესორის ვიზიტი ევროპის უნივერსიტეტებში
3 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით, აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი გოჩა ოჩიგავა, ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელს სტუმრობდა: პრაღის სახელმწიფო-სამეფო უნივერსიტეტი (ჩეხეთი), ბრატისლავას იან კომენსკის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი), დიუსელდორფისა და მიუნსტერის უნივერსიტეტები (გერმანია). ევროპულ უნივერსიტეტებში ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ევროპული საგანმანათლებლო სისტემის (სწავლების მეთოდიკა, სილაბუსის შედგენის, სტუდენტთა შეფასების კრიტერიუმები, გაცვლითი პროგრამები) შესწავლა.

სტუ-ს ასოცირებული პროფესორის ვიზიტი ევროპის უნივერსიტეტებში
პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერმა დიუსელდორფის სამეცნიერო კვლევისა და კვალიფიკაციის ამაღლების ინტერკულტურულ ცენტრში წარმატებით გაიარა სპეციალური სასწავლო კურსი: “სწავლების მეთოდიკა გერმანულ უმაღლეს სასწავლებლებში, იურისტებისათვის”. 

ის, ასევე, ესწრებოდა ლექცია-სემინარებსა და გამოცდებს და კოლეგების წინაშე გამოვიდა მოსხენებით, თემაზე: “ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი სტატუსი და დევნილების სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში”.

სტუ-ს ასოცირებული პროფესორის ვიზიტი ევროპის უნივერსიტეტებში
აღსანიშნავია, რომ ბატონი გოჩა ევროპაში ვიზიტის დროს, ასევე, აწარმოებდა მოლაპარაკებებს ზემოაღნიშნულ ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით, სამართლის  მიმართულებით.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები