სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტში

14-07-2016
სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტში ჩატარდა ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის, „Biomedical Engineering” კურსდამთავრებული მაგისტრების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.

სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტში
სამაგისტრო ნაშრომები მაღალ აკადემიურ დონეზე იქნა შესრულებული. აღსანიშნავია მაგისტრანტ ტოჰიდ ტალებიფარის მიერ შესრულებული სამაგისტრო ნაშრომი: “კარბონული ნანომილაკები და გრაფენული ტექნოლოგიები ბიოსენსორებში” („Carbon nanotubes (CNTs) & Graphene Technologies in Biosensing“), პროფ. ირინე გოცირიძის ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ ნაშრომის შესრულებას თანახელმძღვანელობდა პოლონეთის  ვესტ-პომერანიის  შჩეცინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი კშიშტოფ პენკალა, Erazmus+ მობილობის  პროგრამის ფარგლებში და სამაგისტრო ნაშრომის ექსპერიმენტული ნაწილი სრულად განხორციელდა ვესტ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის „ნანოტექნოლოგიების სასწავლო და სამეცნიერო ცენტრში“.

სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტში
სტუდენტებმა დავით მჭედლიძემ და ნიკა შენგელიამ, ასევე, წარმოადგინეს ანგარიში-პრეზენტაცია  პოლონეთში გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის  შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფართო ჩართულობას განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები