სტუ-ს საპატიო დოქტორის ხარისხი აკადემიკოს ფრიდონ თოდუას

11-07-2016 სტუ-ს საპატიო დოქტორის ხარისხი აკადემიკოს ფრიდონ თოდუასსტუ-ს საპატიო დოქტორის ხარისხი აკადემიკოს ფრიდონ თოდუას11 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელს, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

სახელოვან ექიმსა და მეცნიერს საპატიო დოქტორის ხარისხი გადაეცა სამედიცინო დიაგნოსტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისთვის, ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარებისა და სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარების ხელშეწყობისთვის.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები