საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

21-10-2010
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები
 
21 ოქტომბერს სტუ-ში გაიხსნა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები. კონფერენცია 23 ოქტომბერს დასრულდება. მასში მონაწილეობას ცნობილ ქართველ მეცნიერებთან ერთად, იაპონიის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ინდოეთის, თურქეთის,ლატვიის, გერმანიისა და ესპანეთის კომუნიკაციების სფეროს წამყვანი სპეციალისტები მიიღებენ.
ღონისძიების მიზანია ურთიერთთანამშრომლობა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო სიახლეების წარმოჩენა.
კონფერენცია ტარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივითა და მხარდაჭერით.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები