სპორტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის DAAD საზაფხულო სკოლა 2016

06-07-2016
2016 წლის 15-28 აგვისტოს ჩელიაბინსკში (რუსეთის ფედერაცია) ჩატარდება DAAD (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) საზაფხულო სკოლა სპორტის ეკონომიკასა და მენეჯმენტში. საზაფხულო სკოლის ორგანიზატორები არიან იენის ფრიდრიჰ შილერის უნივერსიტეტის სპორტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის ეკონომიკის კათედრა (გერმანია) და ურალის ფიზკულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსეთის ფედერაცია).

საზაფხულო სკოლაში ლექციებს წაიკითხავენ გერმანიის წამყვანი უნივერსიტეტების ექსპერტები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სტუდენტებს ეკონომიკისა და მენეჯმენტის სპეციალობით, რომლებიც დაიტერესებულნი არიან სპორტის მენეჯმენტსა და სპორტის ეკონომიკაში. საზაფხულო სკოლის კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ 4 კრედიტს და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

საზაფხულო სკოლის პროგრამას აფინანსებს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური.

საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ლევ ესიპოვიჩი (Lev Esipovich)
იენას ფ. შილერის უნივერსიტეტი
ელ.ფოსტა:  lev.esipovich@uni-jena.de

ოლგა კოლომიეჩი (Olga Kolomiec)
ურალის ფიზკულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ელ.ფოსტა: mo@uralgufk.ru

ვებგვერდი: http://www.sportseconomics.uni-jena.de/


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები