სამრეწველო და სამშენებლო ენერგოეფექტურობის სასწავლო კურსი თურქეთში

05-07-2016

2016 წლის 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე თურქეთში, ანკარასა და სტამბულში ჩატარდება სამრეწველო და სამშენებლო ენერგოეფექტურობის სასწავლო კურსი, რომელიც TIKA - თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს, JICA - იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით იქნება ორგანიზებული.

სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული განაცხადის ფორმა და სხვა თანამდევი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 201 6 წლის 13 ივლისისა.

მონაწილეებს მოეთხოვებათ ინგლისურისა და რუსულის ცოდნა. 

პროგრამა ფარავს საერთაშორისო ტრანსპორტირების, თურქეთში ცხოვრების, კვების (საუზმე და ვახშამი), სატელეფონო, პროგრამის ფარგლებში ჯანმრთელობის დაზღვევისა (მიმდინარე დაავადებები, სტომატოლოგიური და ორსულთა მკურნალობა არ არის გათვალისწინებული) და სოციალური პროგრამის ხარჯებს.

დეტალური ინფორმაცისათვის იხილეთ დანართი.

საკონტაქტო პირი:

მაკა ტრაპაიძე

თბილისის პროგრამის საკოორდინაციო ოფისი

ელ-ფოსტა: tiflis@tika.gov.tr

www.tika.gov.tr


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები